სამართალდამცველებმა პარლამენტთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და აქციის დაშლა დაიწყეს.
სპეცრაზმი მობილიზებულია ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.
შსს აქციის მონაწილეებს და ხმოვანი სიგნალით მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“,- მიმართავენ მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
მოქალაქეები პარლამენტთან ამ ფაქტს აქციაზე აპროტესტებენ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი