პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სებ–ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს 7 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც ორშაბათს „რესპუბლიკაში“ გაიმართა „უაღრესად დადებითად“ შეაფასა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხშირად ყოფილა უთანხმოება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, თუმცა ყოველთვის ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მიდიოდნენ.
„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არაერთი საუბარი გვქონია - ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებით და პასუხისმგებლობით 2 წელი ერთად ვიმუშავეთ და თქვენ ხედავთ შედეგები შთამბეჭდავია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„გახსოვთ პანდემიის შედეგად, მიყენებული უზარმაზარი ზარალი. შემდეგ უკვე გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც ურთულესია. ამ ორი დიდი გამოწვევის მიუხედავად, ბოლო ორი წელია ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა მოკლედ გავიხსენო,თუ რა ვითარებაში გავიცანი კობა გვენეტაძე ორი წლის წინ. მაშინ ქვეყანაში იყო მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. ამას ემატებოდა პანდემია, ვაქცინების არ არსებობა. ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10%-მდე, ქვეყნის ვალი 60%-ზე მეტი იყო მშპ-სთან. ლარი დოლართან 3,40-ნიშნულზე იყო. გვქონდა 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა. ჩვენი კოორდინირებული ნაბიჯების შედეგად და ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად ჩვენ შევძელით, რომ 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, მაშინ, როცა კომპეტენტური ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანას დეფოლტი ელოდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სებ–ის მოქმედ პრეზიდენტს ვადა მარტში ეწურება.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი