,,პოპერი" - პირველი გურმე პოპკორნის საწარმო საქართველოში, ყველაზე ფერადი ბიზნესია. განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით ბაზარზე მრავალფეროვანი გემოები შემოიტანა. დღესდღეობით პროდუქტი თბილისში ამავე სახელწოდების ორ მაღაზიაში იყიდება, თუმცა სამომავლოდ „პოპერი" მაღაზიების ქსელებშიც გაიყიდება.
რაც შეეხება წარმოებულ პროდუქტს, საწარმოს დამფუძნებელი, მეწარმე ნატალია ლუჩანინოვა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ „პოპერის“ პროდუქტი მზადდება არაგენმოდიფიცირებული სიმინდისგან, ცხელი ჰაერით, ზეთების გამოყენების გარეშე და არ შეიცავს კონსერვანტებს.
„დავიწყეთ იმით, რომ ,,პოპერი" არ არის ჩვეულებრივი ბატიბუტი. ეს არის გურმე პოპკორნი, რომელიც უმაღლესი ნედლეულითა და ტექნოლოგიით დამზადებული, რომელსაც ვიყენებთ. გამოყენებულია ცხელი ჰაერის ტექნოლოგია, რაც ნიშნავს, რომ სიმინდის მარცვალს ვხსნით არა ცხიმში, როგორც მზადდება ხოლმე, არამედ ცხელი ჰაერით, სპეციალური დანადგარის მეშვეობით, ყოველგვარი დანამატის გარეშე. რაც მთავარია, პროდუქტი არის კალორიული", - ამბობს ნატალია ლუჩანინოვა.
გარდა იმისა, რომ ,,პოპერი" კომპანიის სპეციალურ მაღაზიებშია წარმოდგენილი, მისი შეძენა ასევე ონლაინ არის შესაძლებელი.
„ვაწარმოებთ 11 სახეობის პოპკორნის, და 4 სახეობის კარამელს - კლასიკურს და ასევე მარილიან გემოებში ბეკონითა და ყველით, არაჟნითა და ხახვით, ჩირით და სხვა, თავის გემოს ყველა პოულობს.
არჩევანთან ერთად, გარემოც ფერადი და პოზიტიურია, რითაც ყველა ასაკის თბილისელისთვის საყვარელ ადგილად იქცა. გვაქვს ასევე სახლში მიტანის სერვისიც, მომხმარებელს პოპკორნის დიდი არჩევანი აქვს და რაც მთავარია, 100% ნატურალური პროდუქტია. ამ ეტაპზე ვამარაგებთ ჩვენს 2 ბრენდულ მაღაზიას, გეგმაში გვაქვს დიდ დიღომსა და გლდანში გავხსნათ საკუთარი ფილიალები და სუპერმარკეტების დახლებზეც მოვხვდეთ. თუმცა ამისთვის ახალი ინვესტიციებია საჭირო.
ვაპირებთ ვისარგებლოთ სახელმწიფოს ან რომელიმე სხვა ფინანსური ორგანიზაციის დაფინანსებით, რაც ამ პროცესს გაგვიმარტივებს", - ამბობს მეწარმე.
ცნობისთვის, ,,პოპერი“ პირველი გურმე პოპკორნის მაღაზია და საწარმოა საქართველოში, რომელიც 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, თბილისში გაიხსნა. საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი