„ჯეოქეისის“, თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება:
„თანამედროვე ეპოქის პოლიტიკურ ლიდერებს ორი უმთავრესი და საბაზისო თვისება უნდა გამოარჩევდეთ: მოვლენების მშვიდად მიღება მაშინ, როდესაც მათი სასიკეთოდ შეცვლა ან მათზე ზემოქმედება ფიზიკურად არ შეუძლიათ, ხოლო გამბედაობა მაშინ, როდესაც სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა ხელეწიფებათ.
ქართული სინამდვილიდან გამომდინარე, ამ ორ თვისებას ერთსაც დავამატებთ: პოლიტიკოსისათვის თანაბრად აუცილებელია სიბრძნე, რომ კარგად გაარჩიოს, თუ როდის უნდა იმოქმედოს მშვიდად და როდის - გაბედულად“, - წერს ყიფიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
მოქალაქეები პარლამენტთან ამ ფაქტს აქციაზე აპროტესტებენ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი