პარლამენტში 10 მარტს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება.
ბიუროს სხდომა 11:45 საათზეა ჩანიშნული, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა, რათა კანონმდებლებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გააუქმონ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი