პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია 78 ხმით მიიღო.ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებთანაა დაკავშირებული.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია: ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება; ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება და წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.
კონცეფციას ხელს აწერენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წევრები.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი