ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე გოუკსტრამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული აღარ არის.
ამის შესახებ მან Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მინისტრის თქმით, სწორედ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრის შემდეგ ნიდერლანდებმა გააცნობიერა, რომ რუსეთის მილსადენის გაზზე აღარ უნდა ყოფილიყო.
„ამიტომ გატარდა ზომები იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ახლა ნიდერლანდები აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი