USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი 99,9%-ით შემცირდა

გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი 99,9%-ით შემცირდა

2023-03-14 09:08:43

ევროკავშირის მიერ ნავთობის ემბარგოს მეორე ეტაპის ამოქმედების შემდეგ გერმანიაში, რუსული ნავთობის იმპორტი თითქმის არ მომხდარა.

Tagesschau ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ასე რომ, 2023 წლის იანვარში გერმანიამ მიიღო მხოლოდ 3 500 ტონა რუსული ნავთობი. 2022 წლის იანვარში - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე ერთი თვით ადრე - იმპორტი ჯერ კიდევ 2,8 მილიონ ტონას შეადგენდა. 

„შედეგად, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი პრაქტიკულად შეჩერებულია და 99,9 პროცენტით დაეცა“, - აცხადებენ სტატისტიკის სამსახურში.

რუსეთის წილი გერმანიის ნავთობის მთლიან იმპორტში 2022 წლის იანვარში 36,5%-დან ახლა მხოლოდ 0,1%-მდე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსული ენერგიის იმპორტზე.

ლინდნერმა თქვა, რომ გერმანიამ გასულ წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მთლიანი დივერსიფიკაცია მოახდინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები