USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბექა ფერაძე რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ბექა ფერაძე რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

2023-02-25 16:16:33

ბექა ფერაძე რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის გამოწვევა, რაც ბიზნესს დღესდღეობით აქვს. შეხვედრის მთავარი თემა კი იყო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პერსონალზეც ვრცელდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ამ სექტორში დასაქმებულებისთვის სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დროის შემცირებას დასაქმებული პირის ხელფასზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს!

კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე დასაქმებულმა უნდა მიიღოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება, გაზრდილი ოდენობით.

სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური უწევს ზედამხედველობას.

როგორც საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, 48 საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები ექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო საჭიროებას.

ცვლილებების მიზანია აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა!

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები