სექტემბრიდან შესაძლოა, ავტოსკოლების მომხმარებლებს შესაბამისი ნებართვის გარეშე, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა შეეზღუდოთ.
როგორც Business Insider Georgia-ს ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა, სექტემბრიდან ლიცენზირებულ სკოლებზე კონტროლი მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლა ვალდებული იქნება მომხმარებელს მთლიანი კურსი გაატაროს და ამის შემდეგ მისცეს გამოცდაზე დაშვების უფლება. ხოლო რაც შეეხება მთლიან კურსს, მასალის მოცულობა განისაზღვრება და სავალდებულო კურსების რაოდენობა ოფიციალურად გაიწერება.
Business Insider Georgia- ს მიერ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემოღებიდან) - 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში, “B” და ”BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (რეალურ საგზაო მოძრაობაში გამოცდის ჩატარება) 24 521 პირი დაუშვეს, აქედან უარყოფითი შეფასება მიიღო: 11 659, ხოლო დადებითი შეფასება 12 822 პირმა.
ანუ რეალურად გამოცდა ვერ ჩააბარა და ჩაიჭრა 48%-ი. ასეთ პროცენტულ მაჩვენებელს კი „არტ დრაივის“ დამფუძნებელი ფინანსებით ხსნის და აცხადებს, რომ „ეს მაინც ფინანსებთანაა კავშირში. ყველას გონია, რომ სამ გაკვეთილში, ანუ სამ გაკვეთილს გაივლიან ქალაქში და ჩააბარებენ“.
„როდესაც ჩვენთან მომხმარებელი მოდის გვეუბნება, რომ გვინდა სწავლა და რამდენ გაკვეთილში ვისწავლი? ჩვენ ხომ წინასწარ არ ვიცით, რადგან ყველას სხვადასხვა უნარები აქვს და გარკვეული სტატისტიკა ვერ დავადგინეთ. აქედან გამომდინარე გაივლიან ქალაქში 3-4 გაკვეთილს და ჰგონიათ, რომ იციან. ჩვენ არ ვაძლევთ რეკომენდაციას, მაგრამ ეს ადამიანები გამოცდებზე მაინც გადიან. ჩვენ ვერ ვიჭერთ, იქიდან გამომდინარე, რომ ავტოსკოლებს ამ ეტაპზე შესაბამისი ძალაუფლება არ გვაქვს. ავტოსკოლას დღეს არ აქვს ვალდებულება, რომ მომხმარებელს კონკრეტული კურსი უნდა გაატაროს“, - აცხადებს „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი