USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ვაუჩერის ღირებულება გაიზარდა

„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ვაუჩერის ღირებულება გაიზარდა

2023-03-15 12:30:00

„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარით დაფინანსდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია.

 

„წლიდან წლამდე იზრდება „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი. გასულ თვეში ამ ბავშვების მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მარტში პროგრამაში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვებოდა, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 1 850-მდე შეადგენდა. ასევე, გაიზრდებოდა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვი. ამჟამად, პროგრამის ბენეფიციარებს ცხრა ცენტრი ემსახურება“ , - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებისთვის წლიურად 5 400 ლარი გამოიყოფა.

 

„კიდევ ერთი სიახლის შესახებ გატყობინებთ - გაიზარდა პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც და ყოველთვიურად, პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად 450 ლარით დაფინანსდებიან. თუ გასულ წელს პროგრამის ბენეფიციარებისთვის იხარჯებოდა 4 800 ლარი, ამიერიდან, თითოეული მათგანისთვის 5 400 ლარი იქნება გამოყოფილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები