USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგი ოპტიმოს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ალდაგი ოპტიმოს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

2023-03-16 12:34:58

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ონლაინ პლატფორმა ოპტიმოსთან თანამშრომლობას იწყებს და მიკრო ბიზნეს კომპანიებს კუთვნილი ქონებისა და მარაგების დაზღვევას მათზე მორგებული პირობებით სთავაზობს.

პროდუქტი
- ქონებისა და მარაგების დაზღვევა მიკრო ბიზნესკომპანიებს წლიურად 150 ლარიდან შეუძლიათ. ალდაგის შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესის კუთვნილი ქონება და მარაგები დაზღვეული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება, საჰაერო ტრანსპორტის ჩამოვარდნა, ავტოტრანსპორტის შეჯახება, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა.

„ოპტიმოს მომხმარებლებისთვის, მათ საჭიროებებზე მორგებული პირობები შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფიქსირებულ ფასად დააზღვიონ ქონება და მარაგები სხვადასხვა გავრცელებული რისკისგან და უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური მდგრადობა. პროდუქტი შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალურად მოქნილი პირობებით ვეთანამშრომლოთ მიკრო და მცირე ზომის კომპანიებს,“ - აცხადებენ ალდაგში.

ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები