USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჯეოქეისის“ მრჩეველთა გუნდს სანდრო სამადბეგიშვილი შეუერთდა

„ჯეოქეისის“ მრჩეველთა გუნდს სანდრო სამადბეგიშვილი შეუერთდა

2023-04-12 14:00:23

„ჯეოქეისს“ კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი შეემატა - სანდრო სამადბეგიშვილი ანალიტიკურ ცენტრს მრჩევლის პოზიციაზე უერთდება.

სანდრო სამადბეგიშვილი ერთ-ერთი წამყვანი ქართული იურიდიული ფირმის „ემ ქეი დის“ პარტნიორია. მისი პრაქტიკის ძირითადი სფეროებია: არბიტრაჟი და დავების გადაწყვეტა, შრომითი ურთიერთობები და იმიგრაცია, საკორპორაციო (სამეწარმეო) სამართალი და M&A.

იგი იურიდიული მრჩევლის რანგში მომსახურებას უწევს საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის: ისრაელისა და იაპონიის საელჩოებს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს.

მას გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო და საარჩევნო სამართლის შეფასებაზე მუშაობდა.

სანდრო არის არაერთი სტატიისა თუ პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი კერძო საჯარო პარტნიორობის, საემიგრაციო პროცედურების, საქართველოს არბიტრაჟისა და სხვა თემებზე, რომლებსაც ადგილობრივი და საერთაშორისო გამომცემლები აქვეყნებენ, კერძოდ, Georgia Today, Sweet & Maxwell, Cakmak Publishing, International Bar Association Legal Practice Division.

სამართლებრივი საქმიანობის გარდა სანდრო დაინტერესებულია კავკასიის საკითხებითა და ურბანისტიკით.

სანდრო სამადბეგიშვილს დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის მაგისტრის ხარისხს (LLM).

„ბატონი სანდროს პროფესიონალიზმი, გამოცდილება და გამორჩეული ანალიტიკური უნარი უდავოდ კიდევ უფრო გააძლიერებს „ჯეოქეისს“ და ხელს შეუწყობს მის ეფექტიან საქმიანობას. მოხარულები ვართ მისი გუნდში შემოერთების და ვუსურვებთ წარმატებას!“, - აღნიშნა ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები