ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ , ქვეყანას იმაზე სამჯერ მეტი აფთიაქია, ვიდრე რეალურად სჭირდება და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს წამლების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი.
„ეს კიდე ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში ამდენი აფთიაქია. იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ამ აფთიაქების გამოც შესაძლოა, ეს პრობლემები ხელოვნურად იყოს შექმნილი. ფიზიკურად შეუძლებელია, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ეს ჰოლდინგური კომპანია იქნება თუ სხვა ფარმაცევტული კომპანია, ვისაც თავისი აფთიაქი აქვს ან იმპორტირებულს ყიდულობს, ყველა აფთიაქი მაქსიმალურად რომ შეავსოს. ეს საკმაოდ რთულია.
რადგან გვაქვს საკმაოდ ჭარბი აფთიაქების რაოდენობა, ამიტომ ამაზე მყისიერად ვრეაგირებთ, რადგან გუშინაც იყო შემთხვევები...პირველი დღე იყო და შეუძლებელია პირველ დღეს რაღაცა გამოეწვია, მაგრამ იყო სერიოზული პანიკა კონკრეტულ მედიკამენტებზე. ძირითადად თურქულზე. კონკრეტულ მედიკამენტებზე აფთიაქები უარს ეუბნებიან მომხმარებლებს. მერე ჩვენი ჯგუფი გადის და ჩვეულებრივ ყიდულობს. მეც ჩართული ვარ ამაში..მერე სხვები გავგზავნეთ, ხომ არ ცნობენ, მაგრამ რეგიონებშიც იგივე ხდება. აქ შესაძლოა, რაღაც მცდელობებთან გვქონდეს საქმე, მაგრამ რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს“, - აცხადებს აზარაშვილი.
თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა, იგეგმება თუ არა რაიმე რეგულაცია ვითარების შესაცვლელად.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი