ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ბოლო დღეს, საქართველოს სტენდთან, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელი მაია ომიაძე ITB ბერლინის გამოფენის დირექტორს შეხვდნენ. დებორა რუთმა ქართულმხარეს მადლობა გადაუხადა იმ აქტივობებისთვის, რომელიც გამოფენის ფარგლებში მოეწყო.
„ეს იყო სანახაობრივი გამოფენა. 3 დღის განმავლობაში მოეწყო საქმიანი შეხვედრები. ესგანსაკუთრებული გამოფენაა, რადგან პანდემიის შემდეგ ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლაშეკრებით დიდი განახლება მოხდა. ამ განახლებისთვის ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერცშევარჩევდით. მოხარულები ვართ, რომ საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა.საქართველოში მოგზაურობა და შესწავლა ნამდვილად ღირს. ჩვენი გამოფენის შემდეგ ვფიქრობ მთელმამსოფლიომ გაიცნო საქართველო და ძალიან ბევრი ეწვევა თქვენს მშვენიერ ქვეყანას“,-აცხადებს დებორარუთი.
ITB 2023-ზე გამოფენის მთავარი საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული,სადაც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობდნენ აჭარისტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულებისადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი