2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 46.7 პროცენტით არის გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.1 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-0.2 პროცენტი). 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 7.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 9.7 პროცენტით.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა