USD 2.8172

EUR 2.951

TRY 0.0773

GBP 3.5685

RUB 0.032401

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი საზღვარგარეთ ვიზიტს პირველად გეგმავს - Bloomberg

ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი საზღვარგარეთ ვიზიტს პირველად გეგმავს - Bloomberg

2023-08-29 20:54:19

ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ პირველ ვიზიტს გეგმავს. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი ოქტომბერში ჩინეთში ვიზიყს გეგმავს, სადაც ის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფორუმს დაესწრება. ირკვევა, რომ პუტინმა ღონისძიებაში მონაწილეობის მიწვევა ჩინეთის პრეზიდენტისგან სი ძინპინისგან მიიღო.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მხოლოდ ისეთ ქვეყნებს ეწვიოს, სადაც მისი სპეცსამსახურები სრულიად შეძლებენ მისი უსაფრთხოების გარანტირებას და ჩინეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.

ცნობისთვის, პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ რაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში მისი დაკავების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების არალეგალურ დეპორტაციებთან დაკავშირებით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები