დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის რანგში მის პირველ ვიზიტს შაბათს პარიზში განახორციელებს.
როგორც ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით რესტავრირებული ნოტრდამის ტაძრის გახსნას დაესწრება.
„ჩემთვის პატივია გამოვაცხადო, რომ შაბათს საფრანგეთში, პარიზში ჩავალ, რათა ჯადოსნური და ისტორიული ნოტრდამის ტაძრის გახსნას დავესწრო, რომელიც სრულად გარემონტდა ხუთი წლის წინ გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ“, - დაწერა ტრამპმა.
მისი განცხადებით, მაკრონმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა და ნოტრდამის ტაძრის რეაბილიტაცია სრულად მოახერხა.
უახლესი