ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი „გეფერინი“ ჩინეთში ექსპორტს ზრდის და გაყიდვების 24%-იანი ზრდის შესახებ აცხადებს.
Business Insider Georgia-თან „გეფერინის“ თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე ამბობს, რომ მალე ჩინეთში ახალ პარტნიორებთან გააფორმებენ კონტრაქტს, რის შედეგადაც ჩინეთის ბაზარზე ბრენდის გაყიდვები გაიზრდება.
„ჩვენი სამიზნეა საექსპორტო ბაზრები, რადგან საქართველოში გაყიდვები გვიმცირდება. ჩინეთის ბაზარი მნიშვნელოვანია, რადგან ახალი კონტრაქტის საფუძველზე გავალთ სხვადასხვა პლატფორმებზე და გაიზრდება ბრენდის დაფარვის ზონა“,- ამბობს მეწარმე.
ამ დროისთვის „გეფერინი“ 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუმცა ილია გეფერიძე კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტულად ჩინეთსა და ყაზახეთს მიიჩნევს.
„13 ქვეყანაში შედის ჩვენი პროდუქცია. აქედან რამდენიმე პრიორიტეტულია, მაღაზიები გვაქვს ყაზახეთსა ჩინეთში. ყაზახეთში მე-7 წელია ვართ და გაყიდვებით კმაყოფილი ვართ. ახლა ვცდილობთ ჩინეთის ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი. ერთ ონლაინ პლატფორმაზე რომ გაიყიდოს ჩვენი პროდუქცია $100 ათასია საჭირო. ქუვეითის ბაზარი პანდემიის შემდეგ დაიხურა და ახლა ვბრუნდებით“, - ამბობს ილია გეფერიძე.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა