USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთიდან იმპორტი 22%-ითაა გაზრდილი

ჩინეთიდან იმპორტი 22%-ითაა გაზრდილი

2024-09-24 19:00:00

საქართველოდან ჩინეთი 20%-ითაა ექსპორტი შემცირებული საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ჩინეთში 202,670.11 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2023 წლის რვა თვეში კი 253,396.58 ათასი დოლარის. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მადნები და ძვირფასი ლითონები კონცენტრატები. სწორედ მასზე მოდის ჩინეთში ექსპორტის 60%-ი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 122,138.92 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 24,391.49 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 20,253.93 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 16,234.59 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 5,825.04 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს ზრდა 22%-ია. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ჩინეთიდან 1,032,733.73 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 844,243.49 ათასი დოლარის. ჩინეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ჰაერის კონდიცირებისათვის განკუთვნილი მოწყობილობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:

  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 36,552.55 ათასი დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 32,902.17 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 32,426.14 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 32,304.18 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 28,894.04 ათასი დოლარი;
     

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები