ჩეხები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ვართ ჩამოსულები, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლიკა ლოჩოშვილმა.
„ეს შეხვედრა მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის. რა თქმა უნდა, უპირველესად, საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ. ჩეხებს ის დაეხმარება, რომ მასპინძლები არიან, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ვართ ჩამოსულები“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის ბოლო ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩეხეთს შეხვდება.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა