USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესმენი გიორგი სვანიძე კახეთში ზეთისხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს - საერთო ინვესტიცია 3 მლნ ლარია

ბიზნესმენი გიორგი სვანიძე კახეთში ზეთისხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს - საერთო ინვესტიცია 3 მლნ ლარია

2024-10-22 13:00:00

ბიზნესმენი გიორგი სვანიძე კახეთში ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორმა ნიკა მარკოზაშვილმა განაცხადა, საწარმოს მშენებლობა მომავალი წლის შემოდგომისთვის დასრულდება და ამავე პერიოდშივე დაიწყებს ოპერირებასაც. ნიკა მარკოზაშვილის თქმით, საწარმოს მშენებლობა საერთო ჯამში 3 მლნ ლარი დაჯდება და ის დღეში 100 ტონა ზეთისხილის გადამუშავებას შეძლებს.

„საწარმოს დღეში 100 ტონა ზეთისხილის გადამუშავება შეუძლია, სეზონის განმავლობაში კი წარმოება 10 ათას ტონამდე ზეთისხილის გადამუშავებას შეძლებს, რომელშიც შედის მარინადი, ისე ზეთის გამოწურვა და ასე შემდეგ“, - აღნიშნავს  ნიკა მარკოზაშვილი.

რაც შეეხება სეზონს კი დაახლოებით 60-70 დღე გაგრძელდება. 

„სვანიძის ზეთისხილი“ ზეთისხილის მოსავლის აღებისას, მაღალ სეზონზე საწარმოში და ბაღებში 250 ადამიანამდე დაასაქმებს. 

წარმოების დაწყებამდე კი უცხოელებთან კონსულტაციით, კადრების გადამზადება მოხდება.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ საწარმო მოემსახურება არამხოლოდ „სვანიძის ზეთისხილის“  ბაღებს, არამედ ყველა ფერმერს, რომელსაც გაშენებული აქვს ზეთისხილის ბაღები და მოსავლის გადამუშავების სურვილი ექნება. საწარმო ზეთისხილს ფერმერებისგან ჩაიბარებს კიდეც და მათი სურვილის შესაბამისად მათ საკუთარი პროდუქციის გადამუშავებაშიც დაეხმარება“, - აცხადებს კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი. 

გადამამუშავებელი საწარმო დედოფლისწყაროში შენდება და მის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა კომპანიის „სვანაძის ზეთისხილი“ ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ერთობლივად ჩაუშვეს.

საწარმო იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოში მოყვანილი ზეთისხილის სრული მოსავლის გადამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ამ კულტურის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში. საწარმოში იგეგმება უმაღლესი ხარისხის Extra Virgin ზეთისხილის ზეთისა და მარინადის წარმოება, რომელიც მოამარაგებს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებს.

აღსანიშნავია, რომ “ზეთისხილის რთველი“ ძალიან მალე დაიწყება და „სვანიძის ზეთისხილში“ მიმდინარე წელს 250 ტონა მოსავალს ელოდებიან. ეს ომ ფონზე, როდესაც გასულ წელს მოსავალმა 100 ტონა შეადგინა. თუმცა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, 2025 წლის სეზონზე სვანიძის ზეთისხილის ბაღებიდან 500 ტონაზე მეტი მოსავლის მიღებას ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს  ზეთისხილის დარგვას, რათა ბაღების ფართობი გაზარდოს

როგორც ცნობილია ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ზეთისხილის მეურნეობაში, ზეთისხილის ბაღის გაშენება GPS სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკით ხდება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წლიდან შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC), რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია.

გიორგი სვანიძე აღნიშნული საბჭოს ორგზის არჩეულია პრეზიდენტია (2019-2021 წლებში), ხოლო დღეს ის IOC-ის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით განაგრძობს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.

სწორედ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში ზეთისხილის კულტურის დანერგვა. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.

„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის ზეთისხილის” ბრენდის სახელითაა ბაზარზე წარმოდგენილი და პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები