USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის - პრემიერი

ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის - პრემიერი

2024-10-11 14:40:00

ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის შემადგენელი ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს.

„ბათუმი არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ინვესტიციების საუკეთესო ადგილად ევროპაში; ეს არის ოთხი სეზონის ქალაქი და მიღებული აქვს ტურიზმის „ოსკარიც“. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქი მუდმივად ვითარდება და ამას ხელს უწყობს სახელმწიფო სწორი გეგმით და ეს ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ყველაფრის მორიგი მაგალითია ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რომელიც დღეს გაიხსნება.

ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში, თუმცა სატრანსპორტო კვანძებით უკავშირდება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე ბათუმის სხვადასხვა უბანს. ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს, რითაც ქალაქი მნიშვნელოვნად განიტვირთება, გაუმჯობესდება ბათუმში ცხოვრებისა და დასვენების პირობები, გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ყველა თვალსაზრისით ამ შემოვლით მაგისტრალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის, რეგიონის და ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს.

ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები