USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არგენტინაში ინფლაციამ 100%-ს გადააჭარბა

არგენტინაში ინფლაციამ 100%-ს გადააჭარბა

2023-03-15 10:00:54

არგენტინაში წლიური ინფლაცია ბოლო სამი ათწლეულის მაქსიმუმზეა. 1991 წლის შემდეგ პირველად  არგენტინაში ინფლაციამ  100%-ს გადააჭარბა. სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტო Indec-ის მონაცემებით, თებერვალში ფასები 6,6%-ით გაიზარდა, წერს FT.

ბოლო მონაცემებით, არგენტინას ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი აქვს. ამ მიმართულებით პოზიციებს მხოლოდ ზიმბაბვეს, ლიბანის, ვენესუელასა და სირიას უთმობს. 

ამ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოუწოდა არგენტინას მეტი გააკეთოს ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა ვაშინგტონის კრედიტორებთან  44 მილიარდი დოლარის პროგრამა შეინარჩუნოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები