USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგის მხარდაჭერით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა შედგა

ალდაგის მხარდაჭერით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა შედგა

2023-03-15 18:23:30

სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერითა და Property Georgia-სა და FIABCI-Georgia- ორგანიზებით,პირველად საქართველოში, უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა - Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup, შედგა,  რომლის მიზანი უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორში მოღვაწე40-მდე სხვადასხვა პროფილის კომპანიების ხელმძღვანელებს შორის ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებადა ახალი ბიზნეს თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup ფარგლებში ერთ სივრცეში ერთმანეთს შეხვდნენგადაწყვეტილებების მიმღები პირები სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან, საბროკეროსფეროდან, არქიტექტორები და საინჟინრო - ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ქალაქგეგმარების ექსპერტები.

მოხარული ვართ, რომ ამ ფორმატში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ Property Georgia-სთან და ჩვენსმოქმედ და პოტენციურ მომხმარებელთან ერთად ვისაუბროთ სამშენებლო რისკებსა და მათი დაზღვევისგზებზე. ჩვენ, როგორც კორპორატიული დაზღვევის კუთხით ლიდერმა კომპანიამ, გავაზიარეთ ჩვენი ხედვასამშენებლო რისკების დაზღევაზე, გავაცანით ის სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც სამშენებლოინდუსტრიისთვის გვაქვს შემუშავებული. კომპანიებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობენ, გვაქვსსაშუალება შევთავაზოთ მათზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავსმათ, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რისკებისგან,“- განაცხადა კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ეთერ მოდებაძემ;

FIANBCI Georgia-სა და Property Georgia- ორგანიზებით, საქართველოში პირველად, უძრავი ქონების ლიდერების B2B შეხვედრა ჩავატარეთ, რომლის მთავარი მიზანია, უძრავი ქონების სექტორის მოთამაშეების გაერთიანება ერთ სივრცეში, ბიზნეს შესაძლებლობებისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, სხვადასხვა სფეროდან. აღსანიშნავია სადაზღვევო პარტნიორის - ალდაგის ჩართულობა ამ პროცესში, ვინაიდან მშენებლობის რისკების დაზღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება ზოგადად სექტორის გაჯანსაღებისთვის და ინვესტორების, დეველოპერების, ქონების მესაკუთრეების რისკების დაზღვევისა და ინტერესების დაცვის კუთხით,“ - ლიკა ქარდავა, FIABCI-Georgia;

ალდაგის სამშენებლო რისკების დაზღვევა ფარავს სამშენებლო  მოედანზე ყველა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს, რომელიც პოლისის  პირობებით არ წარმოადგენს გამონაკლისს. სადაზღვევო პოლისი ფარავს  ყველა რისკს, რომელიც სამშენებლო მოედნის ფარგლებში მოხდება, მათ შორის სამშენებლო ტექნიკის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, დაზღვეული საგნის გატაცება, ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზიანი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები